საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამართა ოფიციალური შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არა აივაზიანთან.
საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ფართო სპექტრი მიმოიხილეს. მათ შორის, იმსჯელეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებასა და Covid19-ის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობებს.