სალომე სამადაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალურად აცნობა

სალომე სამადაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალურად აცნობა.

„ჩვენ გვქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი. ნიკა მელიასთვის გასაგებია ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. ჩვენ ვრჩებით, რა თქმა უნდა, მეგობრებად, მაგრამ პარტიულად დღეს ჩვენი გზები იყრება... ისეთ უხეშ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა „მიშელის დოკუმენტს“, რომ ამან შეუძლებელი გახადა ჩემი თანამშრომლობა პარტიასთან", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტზე ხელის არმოწერა საერთაშორისო თვალსაზრისით „მაინცდამაინც პოპულარული ნაბიჯი“ არ იყო.

„ჩემთვის არ უთქვამს, რომ ნაწყენია. ნიკამ იცის კარგად, რომ შეთანხმების მოტივაცია იყო, რომ ნიკას და გიორგის საპატიმრო დაეტოვებინათ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

20 აპრილს გახდა ცნობილი, რომ სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებდა.