"ჰამასისა" და სხვა დაჯგუფებების მიერ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტების გაშვება დაუშვებელია", - ევროკავშოროს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ისრაელში დაპირისპირების ესკალაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც ბორელის განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი შეშფოთებულია ისრაელში განვითარებული მოვლენებით.
ევროკავშირი მოითხოვს ძალადობის დაუყოვნებლივ დასრულებას.
"ევროკავშირი შეშფოთებულია სამოქალაქო პირებს შორის დაღუპულთა და დაშავებულთა დიდი რაოდენობით, ბავშვების ჩათვლით. პრიორიტეტი სამოქალაქო პირების დაცვა უნდა იყოს. ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და დეესკალაციის მხარდაჭერისკენ.
დაუშვებელია "ჰამასიდან" და სხვა დაჯგუფებიდან რაკეტების გაშვება ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ლეგიტიმური მოთხოვნილებაა, დაიცვას თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა, ეს პასუხი უნდა იყოს პროპორციული და ძალის გამოყენება მაქსიმალური თავშეკავებულობით უნდა მოხდეს. ევროკავშირი მოითხოვს ძალადობის დაუყოვნებლივ დასრულებას.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ მოხდეს უფრო ფართო კონფლიქტი, რომელიც, პირველ რიგში, გავლენას მოახდენს ორივე მხარის მშვიდობიან მოსახლეობაზე.
იერუსალიმში პატივი უნდა სცენ სტატუს ქვოს წმინდა ადგილებში და გარანტირებული უნდა იყოს ღვთისმსახურების თავისუფლება.
მე მაქვს კონტაქტი რეგიონის შესაბამის მხარეებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, განიხილონ სიტუაციის დეესკალაცია, როგორც პრიორიტეტული საკითხი, და მხარი დაუჭირონ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის დასრულებას", - ნათქვამია ბორელის განცხადებაში.