"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის გამართვის მიზანშეწონილობა აღარ არსებობს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა , ახლა ვითარება სრულიად შეცვლილია და რეალობა სხვა ძალისხმევას მოითხოვს.
"ვითარება სრულიად შეცვლილია, ამ ეტაპზე რეალობა სხვა ძალისხმევას მოითხოვს. რა თქმა უნდა, 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. მე მგონი, ეს ისედაც ცხადი იყო", - განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები 15 მაისს მასშტაბურ, შემაჯამებელ აქციას გეგმავდნენ.