„ჰამასმა“ თელ-ავივის, აშდოდისა და ბეერ-შევას მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა.
როგორც Time Of Israel-ი იტყობინება, დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის შენობა დაბომბა.
ისრაელის სამხედროებმა სამიზნეები გააფართოეს და მოიცვეს ინსტიტუტები, რომლებსაც „ჰამასი“პალესტინის ანკლავის სამართავად იყენებს, განსაკუთრებით მისი ხაზინა და ბანკები.
12 მაისს ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დაჯგუფებამ სდეროთისა და აშკელონის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ბოლო დღეების განმავლობაში, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 600-მდე რაკეტა ისროლეს.