"ჰამასი" ისრაელის მიმართულებით "თვითმკვლელ დრონებს" უშვებს

BBC-ის ინფორმაციით,ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ე.წ. თვითმკვლელ დრონებს უშვებს.

ისრაელის მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, „F-16“-ის ტიპის გამანადგურებელი როგორ აგდებს ე.წ. თვითმკვლელ დრონს. მედიის ინფორმაციით, ყველა ასეთი დრონი ისრაელის არმიამ ჩამოაგდო.