აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 16 მაისიდან 20 მაისამდე პერიოდში დანიას, ისლანდიასა და გრენლანდიას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რეიკიავიკში ყოფნისას ენტონი ბლინკენი 19-20 მაისს არქტიკული საბჭოს მინისტერიალს დაესწრება.