სომხეთმა რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

სომხეთმა რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ სომხეთის მოქმედმა პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თხოვნა 1997 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას ეფუძნება.

ფაშიანიანმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა უმაღლესი დონის შეთანხმებების შემდეგ, რომლის თანახმად, აზერბაიჯანს უნდა გაეყვანა თავისი ჯარი სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან, თუმცა ბაქომ შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.