რუსეთმა "არამეგობრული ქვეყნების" სია დაამტკიცა

რუსეთის მთავრობამ რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების სია დაამტკიცა. ინფორმაციას usnews ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ოფიციალურმა მოსკოვმა ამ სიაში აშშ და ჩეხეთი შეიყვანა.

24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს.

26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აშშ-ს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს.