ისრაელის მიმართულებით სირიიდან რაკეტები გაუშვეს

სირიის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმია ავრცელებს.

ისრაელის არმიაში აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ინფორმაცია დაშავებულების ან დაზიანების შესახებ არ ვრცელდება.