ბელარუსში Deutsche Welle-ს ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯეს

ბელარუსში „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტს, ალექსანდრ ბურაკოვს 20 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბურაკოვს ბრალად წაუყენეს, ქალაქ მოგილიოვში „მასობრივი ღონისძიების ჩატარების წესის ხელმეორედ დარღვევა". ამის შესახებ ინფორმაციას Mayday ავრცელებს, უფლებათდამცველი ტელეგრამის არხი.

Mayday-ის ცნობით ჟურნალისტის წინააღმდეგ პროკურატურის მოწმედ სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ქვედანაყოფის თანამშრომელი გამოიყვანეს.

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ არავითარ არასანქცირებულ ღონისძიებას სასამართლოსთან ადგილი არ ჰქონია. სასამართლო პროცესზე ბურაკოვი მოჰყვა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, რასაც იზილატორის თანამშრომელთა მხრიდან მის მიმართ ჰქონდა ადგილი.

"დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი 12 მაისს, 6tv.by-ის კორესპონდენტთან, ულაძიმირ ლაპცევიჩთან ერთად დააკავეს. პროტესტის ნიშნად ორივე დაკავებულმა შიმშილობა გამოაცხადა.