"ისრაელის საავიაციო იერიშის შედეგად ღაზის სექტორში განადგურდა მრავალსართულიანი შენობა, რომელშიც განთავსებული საერთაშორისო მედიის ოფისებს დაჯგუფება „ჰამასი“ „ცოცხალ ფარად“ იყენებდა , -ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის არმია ავრცელებს.
სანამ საჰაერო დარტყმას მიიტანდნენ, ისრაელის ძალებმა კორპუსში მყოფები გააფრთხილეს, შენობა დაეტოვებინათ. აფეთქების შედეგად კორპუსი მთლიანად დაინგრა.
უკვე რამდენიმე დღეა პალესტინა ისრაელის ქალაქებს განუწყვეტლივ ბომბავს. "ჰამასის" და პალესტინელთა სხვა დაჯგუფებებს სარაკეტო იერიშების საპასუხოდ, ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა.