ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხა ქვეყნებს, რომლებმაც ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა, მათ შორის საქართველოსაც.
„მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ისრაელის გვერდით მტკიცედ დგახართ და მხარს უჭერთ ჩვენს უფლებას თავი დავიცვათ ტერორისტული თავდასხმებისგან“, - დაწერა ისრაელის პრემიერმა Twitter-ზე.