ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Tweeter-ზე ევროპის დღესთან დაკავშირებით დაწერა.

„უკრაინა ევროპაა, ჩვენ კი ევროპელები. ჩვენ ევროპის ცენტრი და გული ვართ, გეოგრაფიით, სულისკვეთებით, ღირებულებებითა და მისწრაფებებით. ეს დავამტკიცეთ მაიდანზე და ყოველდღიურად ვაკეთებთ ამას ჩვენი სახელმწიფოს შეცვლით, დამოუკიდებლობისა და მომავლის შენებით, ევროპის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვით. უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში“, – წერს ზელენსკი.