Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ მეთაურის სახლი დაბომბეს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იერიშის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა.
კონფლიქტის მეშვიდე დღეს „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით გაუშვა რაკეტები. ისრაელში აცხადებენ, 10-მდე ადამიანი დაშავდა მაშინ, როდესაც თავშესაფრებისკენ გაქცევას ცდილობენ.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელი სამხედრო ოპერაციას გაგრძელდება ვიდრე, ეს საჭირო იქნება. მოგვიანებით კონფლიქტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.