კარლ ჰარცელი: მოვუწოდებთ სამოქალაქო და სასულიერო ლიდერებს, პრიორიტეტად იქცეს დისკრიმინაციასთან და სტიგმასთან ბრძოლა

"მოვუწოდებთ სამოქალაქო და სასულიერო ლიდერებს, პრიორიტეტად იქცეს დისკრიმინაციასთან და სტიგმასთან ბრძოლა", - ამის შესახებ ევროკავშის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა კონფერენციაზე განაცხადა, სადაც 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ LGBT უფლებების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა.

"მე შვედეთიდან ვარ, ქვეყნიდან რომელიც LGBT თემის დამცველია, მიუხედავად ამისა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ კუთხით, ჩვენთანაც პრობლემებია, იქაც იტანჯებიან მოქალაქეები წნეხისგან, რაც სუიციდით სრულდება. კარგია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება LGBT თემის დამცველია. უდიდეს გამოწვევად კვლავ საზოგადოების აზრი რჩება. გადამწყვეტია ამ მიმათულებით პოლიტიკოსების და მედიის ფუნქცია.

ევროკავშირი და ფართო დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში თქვენ გვერდით დგას. ჩვენ გამოვხატავთ საქართველოს LGBT თემის მიმართ მხარდაჭერას და სოლიდარობას, ვამჩნევთ ბოლო წელს ამ მიმართულებით განვითარებას, მოვუწოდებთ სამოქალაქო და სასულიერო ლიდერებს, პრიორიტეტად იქცეს დისკრიმინაციასთან და სტიგმასთან ბრძოლა, განათლებით ამ სფეროში", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. (რუსთავი 2-ის თარგმანი)