ენტონი ბლინკენი: აშშ ინტენსიურად მუშაობს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულებისთვის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს დეესკალაციას, თუ ისრაელ-პალესტინა ცეცხლის შეწყვეტას შეეცდებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისივე თქმით, აშშ ინტენსიურად მუშაობს კონფლიქტის დასრულების მიზნით.

ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელს უფლება აქვს თავისი თავი დაიცვას და „ჰამასს“ მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სარაკეტო დარტყმები.

„დიპლომატიური არხების მეშვეობით ვმუშაობთ, რათა კონფლიქტი დასრულდეს. აშშ ძალზე შეშფოთებულია ძალადობის ესკალაციით. ასობით ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა, მათ შორის ბავშვები ნანგრევებიდან გამოჰყავთ. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დეესკალაციას, თუ მხარეები ცეცხლის შეწყვეტას შეეცდებიან“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.