უკრაინის საგარე საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმის გააფორმება არის ძალიან დროული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის გზაზე უფრო ეფექტურად წავიდეს სამივე ქვეყანა.
"ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავაკეთეთ, ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს ასოცირებული ტრიოს შექმნის შესახებ. დოკუმენტი ხელს შეუწყობს ჩვენს სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ევროინტეგრაციის საკითხებში.
ეს არის ახალი ინიციატივა და ძალიან დროული გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს, რომ ჩვენი ქვეყნები ევროინტეგრაციის გზაზე ერთად უფრო ეფექტურად წავიდნენ", - განაცხადა კულებამ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ.
როგორც აღინიშნა, უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას აქვთ ასოცირებული პარტნიორის სპეციალური სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობებში და გააკეთეს არჩევანი ევროკავშირის წევრობის სასარგებლოდ.
”დღეს ჩვენ შევთანხმდით ამ სტატუსის ოფიციალურ ფორმატზე და ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ევროინტეგრაციის მიმართულებით. მემორანდუმი მოიცავს სამ ძირითად ელემენტს: სამ საგარეო მინისტრებს შორის სტრუქტურულ კონსულტაციებს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ერთობლივ ჩართულობას ევროპულ ინსტიტუტებთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში პოზიციების კოორდინაციას ", - განმარტა კულებამ.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის აურელიუ ჩაოკოიმ განაცხადა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირთან ურთიერთიერთობაში კონკრეტული დღის წესრიგი აქვთ.
მისივე თქმით, ქვეყნები სამმხრივად ითანამშრომლებენ ევროკაშირთან იმ საკითხებზე, სადაც ჩვენი საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას ხედავენ.
,,რა თქმა უნდა, სამივე ქვეყანას აქვს თავისი კონკრეტული ინტერესები და კონკრეტული საკითხები ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგში. ჩვენ ორმხრივ თანამშრომლობას განვიხილავთ, მაგრამ ასევე ვითანამშრომლებთ სამმხრივად, სადაც ჩვენი საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას ვხედავთ", - განაცხადა ჩაოკოიმ.
რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი