სუს-ის უფროსი დმანისში დაპირისპირებაზე: დაკავებულია რამდენიმე პირი, უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა

დაკავებულია რამდენიმე პირი. უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიმა გრიგოლ ლილუაშვილმა დმანისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

გრიგოლ ლილუაშვილი შინაგან საქმეთა მინიტრთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად დმანისში ჩავიდა.

ლილუაშვილის თმით, დმანისში კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო.

"ეს არ უნდა მოინათლოს ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებად. ვინც ამას ცდილობს, ის არის ამ ქვეყნის მტერი და ისინი უფრო მკაცრად იქნებიან დასჯილები, ვიდრე კონფლიქტში უშუალოდ მონაწილე ადამიანები. კონფლიქტი დაიწყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე და ეთნიკურ ჯგუფებზე არ უნდა მოხდეს წახალისება. სერიოზულად დაშავებულ პირებზე ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია,"- აღნიშნა ლილუაშვილმა.

როგორც ლილუაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" განუცხადა, დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა.

"მყისიერად მოხდა გამოძიების დაწყება და დაკავებულია რამდენიმე პირი. რაც შეძლო პოლიციამ, ყველაფერი გააკეთა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ყველა ზომა გატარდა, მათ შორის დაკავება.

ჯგუფებთან მუშაობდა, როგორც შსს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გუბერნია. უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა", - განაცხადა ლილუაშვილმა.