Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსი, ჩინელი და ჩრდილოეთ კორეის ჰაკერების წინააღდმდეგ სანქციებს ახაგრძლივებენ.
როგორც გამოცემა წერს, ორშაბათს, ბლოკმა ჰაკერების წინააღმდეგ გააფართოვა ინსტრუმენტი, რომელიც მათ აქტივების გაყინვისა და უცხოეთში მოგზაურობის აკრძალვის საშუალებას აძლევს.
ბლოკის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კიბერშეტევების შემზღუდველი ზომების ჩარჩო 2022 წლის 18 მაისამდე გახანგრძლივდეს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა პირველი სანქციები კიბერთავდასხმების საპასუხოდ 2020 წლის ივლისში დააწესა. სანქციები მიზნად ისახავდა რუს, ჩინელ და ჩრდილოეთ კორეელ ჰაკერების წინააღმდეგ შემზღუდველ მექანიზმებს.
2020 წლის ოქტომბერში ბლოკმა დააწესა სანქციები რუსეთის დაზვერვის ორ ოფიცერსა და 2015 წელს გერმანიის პარლამენტის ჰაკერულ თავდასხმაში მონაწილეობის გამო GRU-ს სამხედრო სადაზვერვო სამსახურების ერთეულზე.