ჩრდილოეთ მაკედონიამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

Euronews-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ მაკედონიამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

გამოცემა წერს, რომ დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, რადგან მისი ”მოქმედება ეწინააღმდეგება მასპინძელ ქვეყანაში უცხოელი დიპლომატის ქცევას”.

გავრცელებული ინფორმაციით, მაკედონიამ რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ უკვე განაცხადა.

ჩრდილოეთ მაკედონიაში რუსეთის ელჩს 14 მაისს გადასცეს ნოტა, რომლის მიხედვითაც მას შვიდი დღე მისცეს ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად.

სკოპიეში მდებარე რუსეთის საელჩოში აცხადებენ, რომ საპასუხო ზომების გატარებას განიხილავენ.