ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიუს განცხადებით, ღაზის სექტორში ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, შემდეგ კი სარაკეტო თავდასხმებზე მკაცრი რეაგირება იქნება. ინფორმაციას Time of Israel-ი ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, ნეთანიაჰუ დღეს ღაზას სექტორის სიახლოვეს მდებარე დასახლებების ლიდერებს შეხვდა.
შეგახსენებთ, ისრაელისა და მოძრაობა „ჰამასის“ ორმხრივი სარაკეტო იერიშები უკვე მეორე კვირაა, გრძელდება. სარაკეტო დარტყმებს ისრაელში 12 ადამიანი ემსხვერპლა, 312 დაშავდა, ხოლო ღაზას სექტორში გარდაცვლილია 212 ადამიანი.