სომხეთმა თურქეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთმა თურქეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლა.

როგორც გამოცემა წერს, ერევანი ანკარას სირიიდან მთიან ყარაბაღში დაქირავებული მეომრების გადაყვანაში ადანაშაულებს.

სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ 44-დღიანი ომის დროს თურქეთმა დაარღვია სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა და არაადამიანური მოპყრობა, თავისუფლების უფლება, საკუთრების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, ისევე როგორც რიგი სხვა კონვენციური უფლებები არცახისა და სომხეთის მოსახლეობის წინააღმდეგ.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო. ოფიციალური სომხეთი აცხადებდა, რომ აზერბაიჯანის მხარეს ომობდნენ სირიელი დაქირავებული მებრძოლები, რომელთა ტრანსპორტირებასაც თურქეთი უზრუნველყოფდა.