სასიამოვნოა შეხვედრა კახა კუჭავასთან, გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ Tweeter-ზე დაწერა.
„სასიამოვნოა პარლამენტის სპიკერ კახა კუჭავასთან შეხვედრა. მივესალმები ყველა პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებას, საქართველოში შექმნან ძლიერი პარლამენტი და შეარბილონ პოლიტიკური დაძაბულობა.
გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ“, – წერს დავიდ სასოლი.