BBC - დღეს ღამით ისრაელი „ჰამასის“ ობიექტებზე ინტენსიური იერიშისთვის ემზადება

BBC წერს, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები დღეს ღამით მოძრაობა „ჰამასის“ ობიექტებზე ინტენსიური იერიშისთვის ემზადებიან.

როგორც თავის მხრივ ებრაულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ამბობს რომ ინტესიური შეტევები იქნება ახალ ლოკაციებზე.

„წინ ინტენსიური ღამე გვაქვს ახალ ლოკაციებზე“, – აცხადებს მაღალჩინოსანი.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 10 მაისიდან, მათ ათობით ტერორისტული სამიზნე და 15 კმ -ის სიგრძის მიწისქვეშა გვირაბების ქსელი გაანადგურეს, რომელსაც „ჰამასის“ მებრძოლები იყენებდნენ