აშშ-მა ერდოღანი ისრაელთან დაკავშირებული კომენტარის გამო გააკრიტიკა

აშშ-მა თურქეთის პრეზიდენტი ისრაელთან დაკავშირებული კომენტარის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ უცხოური მედია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს პრეზიდენტ ერდოღანის ბოლოდროინდელ ანტისემიტურ კომენტარს ებრაელ ხალხთან დაკავშირებით და გმობს მას“, - აღნიშნა განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.

”ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ ერდოღანს და თურქეთის სხვა ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ძალადობა”, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ერდოღანმა ისრაელი პალესტინელების მიმართ ტერორიზმში დაადანაშაულა.