ჯორჯიის შტატში არჩევნებზე საუბრისას ABC News-მა, თბილისში გახსნილი საარჩევნო უბანი აჩვენა.
ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ის ეთერში, ჯორჯიის შტატში ხმების დათვლის თემაზე ჩართვის დროს ჟურნალისტებმა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, თბილისში, 55-ე სკოლაში გახსნილი უბნის ფოტო შეცდომით გამოიყენეს.
ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
ეს ფოტო ჯორჯიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნილი უბნების ფოტომასალასთან ერთად იყო წარმოდგენილი.