NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩეა ჯეოანა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა.
„საქართველო NATO-ს უახლოესი პარტნიორია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონალურ უსაფრთხოებასა და NATO-ს ოპერაციებში“, - წერს მირჩეა ჯეოანა.
კახა კუჭავას თქმით, საუბრის თემები, ასევე, იყო საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და სამომავლო, ერთიანი გეგმა, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.