ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის გამართვის თაობაზე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყო.
როგორც თავად ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დონბასში ომის დასრულება მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
მისივე თქმით, ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის მხარდაჭერის მიუხედავად, ნორმანდიის ფორმატში მოლაპარაკებები ჩიხშია შესული
„ისინი მხარს უჭერენ უკრაინას. ომის შეწყვეტის საკითხზე შეთანხმებული კლასტერები არსებობს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის კლასტერები. თანხმობა რუსული მხარისგან არ არის. ამიტომაც შევთავაზე რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 21 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა რუს კოლეგას დონბასში შეხვედრა შესთავაზა.