Fars News Agency-ს ინფორმაციით, ვენაში, ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე, ირანის მიმართ სანქციების ნაწილობრივი მოხსნის შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული.
როგორც პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე პრინციპული შეთანხმებაა მიღწეულია და მეორე მხარემ გადაწყვეტილება მიიღო ნავთობის, ნავთობქიმიკატების, გადაზიდვების, სადაზღვეო და საბანკო სექტორების მიმართ სანქციების მოხსნის თაობაზე.
რუჰანი იმედოვნებს, რომ საბოლოო შეთანხმების გასაფორმებლად მხარეებს შორის სხვა საკითხებზეც იქნება მიღწეული თანხმობა.
”ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და პრინციპული შეთანხმება მიღწეულია", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციებმა დიდი პრობლემები შეუქმნა ირანის ეკონომიკას, მათ ვერ შეაჩერეს ირანის ეკონომიკური ზრდა.
"სანქციებმა ვერ დაბლოკა ჩვენი განვითარება. მიუხედავად კორონავირუსისა და სანქციების ზეწოლისა მნიშვნელოვანი პროექტების დასრულება შევძელით", - დასძიინა რუჰანმა.
ცნობისთვის, ირანის ატომური შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ავსტრიის დედაქალაქში უკვე ექვსი კვირაა, მიმდინარეობს. მასში ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. მხარეები შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების საკითხზე და ირანის მიმართ სანქციების მოხსნის თაობაზე მსჯელობენ.