ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის აკრძალვის რეზოლუციით ბერნი სანდერსმა კოგრესს მიმართა

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სენატორმა, ბერნი სანდერსმა კონგრესს წარუდგინა რეზოლუცია, რომელიც ისრაელისთვის იარაღის მიყიდვას კრძალავს.

სანდერსის თქმით, როდესაც ამერიკული ბომბები ღაზას ანადგურებენ, ბავშვები და ქალები იღუპებიან, აშშ-მა, კონგრესში განხილვის გარეშე, არ უნდა დაუშვას იარაღის კიდევ ერთი მსხვილი გარიგების განხორციელება.

სენატორმა აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით უნდა დააკვირდეს, იარაღის მიყიდვით კიდევ უფრო ხომ არ აღვივებს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ, რამდენიმე დღის წინ, გადაწყვეტილება მიიღო ისრაელისთვის 735 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვის შესახებ.