ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმა.
„მივესალმები ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ბოლოს მოუღებს თერთმეტდღიან კონფლიქტს. ახლა მოქალაქეების მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაჩენილი ეს შესაძლებლობა გამოყენებული უნდა იყოს“, – წერს შარლ მიშელი Tweeter-ზე.
ცნობისთვის, ისრაელმა და მოძრაობა „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 20 მაისს განაცხადეს. შეთანხმების ინიციატორი ეგვიპტე იყო.