კარლ ჰარცელი: შავი ზღვის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს დაკავშირება ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტია

,,შავი ზღვის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს დაკავშირება ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტია", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუმრობისას განაცხადა.

ელჩი შეხვდა როგორც აკადემიის რექტორს, ასევე სტუდენტებს.

ევროკავშირის დახმარებით სტუდენტები გადიან ტრენინგებს, რათა მათ შეძლონ დასაქმება საერთაშორისო დროშების, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.

„ევროკავშირი წლებია, თანამშრომლობს საქართველოსთან საზღვაო თემასთან დაკავშირებით. ვთანამშრომლობთ როგორც უსაფრთხოების, ასევე გარემოს დაცვის სფეროში. შავი ზღვის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს დაკავშირება ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტია. ის, რომ ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმება, ბევრ შესაძლებლობას იძლევა. პროფესია, რომელიც თქვენ აირჩიეთ, არის ნაწილი თანამშრომლობისა და ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.