„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში „ნაციონალურ მოძრაობა“ პარლამენტში შესვლა მოუწევს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ აბრალებდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს, თითქოს არასწორ პოზიციაზე იყვნენ, თუმცა ახლა მათ უწევთ პარლამენტში შემოსვლა. „ნაცმოძრაობას“ მოუწევს უახლოეს დღეებში პარლამენტში შესვლა. ეს ნიშნავს მათ სისუსტეს, მათ არათანმიმდევრულობას და მათ მარცხს“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელია განცხადებით, პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.