ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პროტესტის გამოხატვის თავისუფლება აქციების მეშვეობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე კომენტარისას განაცხადა.
„ჩვენს ქვეყანაში, 2012 წლიდან მოყოლებული, არის სრული თავისუფლება და დემოკრატია. რეალური ჭეშმარიტი დემოკრატია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის აქციების მეშვეობით.
აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის აბსოლუტურად ნორმალური ის, რაც ხდება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.