24-25 მაისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ზარიფი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ 24 მაისს ზარიფი აზერბაიჯანში ჩაფრინდება და მოლაპარაკებებს მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
პრესსპიკერის თქმით, მოგზაურობის მიზნებია კონსულტაცია და მოსაზრებების გაცვლა უახლესი მოვლენების შესახებ, ორმხრივი ურთიერთობები და ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონული და საერთაშორისო საკითხები.
საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ბაქოში ვიზიტის შემდეგ ირანის პირველი დიპლომატი ერევანში გაემგზავრება.
სომხური მედიის ინფორმაციით კი, ზარიფის ვიზიტის მიზეზი და დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.