ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ ამნისტიის პროექტს დაუჭირა

ამნისტიის შესახებ ოპოზიციის ალტერნატიულმა საკანონმდებლო ინიციატივამ, რომელიც დეპუტატმა შალვა შავგულიძემ წარადგინა, კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მიიღო.

განხილვის პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდება.

ორი საკანონმდებლო ინიციატივიდან ერთი - „ქართულ ოცნებას“, მეორე საპარლამენტო ოპოზიციას ეკუთვნის.

„ქართული ოცნების" პროექტით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და უარს არ აცხადებს, მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ოპოზიციის პროექტით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები თავისუფლდებიან, ნასამართლეობის მოხსნით. ოპოზიციის პროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო მოხელის არასათანადო ქმედების შედეგად დაზარალებულის თანხმობას.