აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს თელ-ავივში ჩავიდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ბლინკენი ელოდება პროდუქტიულ შეხვედრებს იერუსალიმსა და რამლაში.
„ჩვენ ვცდილობთ, ცეცლის შეწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევის ხელშეწყობას. განვიხილავთ დახმარების შესაძლებლობას, რომ ისრაელისა და პალესტინელების უფრო ნათელი მომავლისთვის საფუძველი შევქმნათ
დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას 21 მაისს გავრცელდა.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში მას მერე განაცხადეს, რაც ისრაელსა და პალესტინურ ორგანიზაცია „ჰამასს“ შორის 11 დღიანი შეტაკებები ზავით დასრულდა.
ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავად ბლინკენიც დაადასტურა და მიკრობლოგ Tweeter-ზე დაწერა, რომ ელის რეგიონის ლიდერებთან შეხვედრას.
,,უახლოეს დღეებში ვიმოგზაურებ რეგიონში და ველოდები საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე ისრაელის, პალესტინისა და რეგიონის სხვა ლიდერებს", - წერდა ენტონი ბლინკენი.