ევროპულმა საბჭომ ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ რუსეთთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„ვგმობთ რუსეთის უკანონო, პროვოკაციულ და მავნებლურ ქმედებებს ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ და მის ფარგლებს გარეთ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროკავშირის ერთიანობასა და სოლიდარობას ამგვარი ქმედებების წინაშე, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორებისადმი მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპული საბჭო ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიას მიმართავს, რომ 2021 წლის ივნისის სამიტის სულისკვეთების გათვალისწინებით წარადგინოს ანგარიში ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობების პოლიტიკის ვარიანტებთან დაკავშირებით.