26 მაისს, საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
ანდჟეი დუდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა. ის ამ დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტსაც დაესწრება.
27 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.
ამავე დღეს, პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდება.