CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო თვეს, შვეიცარიაში გაიმართება.
მედიის ინფორმაციით, ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჟენევა გახდა საბოლოო პრეტენდენტი, როგორც მასპინძელი ქალაქი, 15-16 ივნისს ორი ლიდერის შესახვედრად.
როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, ლიდერების შეხვედრა მას შემდეგ გაიმართება, რაც თეთრი სახლის ლიდერი პირველ საერთაშორისო მოგზაურობას დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ თეთრმა სახლმა ამ კვირაში ჟენევაში გაგზავნა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი, რომ შეხვდეს თავის რუს კოლეგას.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბაიდენთან შეხვედრა ძალიან განსხვავებული იქნება 2018 წლის ივლისის სამიტისგან, რომლის დროსაც ტრამპი-პუტინი შეხვდნენ ერთმანეთს.
ცნობისთვის, აპრილში, სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში ორმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.