პირველ ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში შეხვდება.
როგორც თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის მისალოც წერილში აღნიშნავს, მოხარულია რომ ეს შეხვედრა შედგება.
მისივე თქმით, ვიზიტისას მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს განხილავენ.
„მოხარული ვარ, რომ 2021 წლის პირველ ივნისს, ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის დროს გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები“, - აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის მილოცვაში.