პრეზიდენტი: როცა საქმე ოკუპაციის დაძლევას ეხება, გვაკლია სათანადო ინსტრუმენტები კონკრეტული მიზნების მისაღწევად, მზად უნდა ვიყოთ ახალი ფორმატებისთვის

„საკუთარი მიდგომა და გეგმა ყველაზე მეტად გვჭირდება, როცა ოკუპაციის დაძლევის მიზანზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა პრეზიდეტმა ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

„საკუთარი მიდგომა და გეგმა ყველაზე მეტად გვჭირდება, როცა ოკუპაციის დაძლევის მიზანზე ვსაუბრობთ. ქვეყანაში ამ მიმართულებით სრული კონსენსუსია, ამ მიზნის ირგვლივ ვერთიანდებით ყველა, პარტიული თუ სხვა ნიშნის მიუხედავად, თუმცა, როცა საქმე ოკუპაციის დაძლევას ეხება, გვაკლია სათანადო ინსტრუმენტები კონკრეტული მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა: 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არეალის ჯერ გაზრდა და შემდეგ, შეთანხმებისამებრ სრულ ტერიტორიაზე განთავსება, ბორდერიზაციის შეჩერება და გაუქმება, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა, გატაცებული ზაზა გახელაძის შინ დაბრუნება და ადამიანთა შორის ურთიერთობის გამყარება, რის გარეშეც ტერიტორიების დაბრუნება არაფერს ნიშნავს... ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ახალი მიდგომებისთვის, ახალი ფორმატებისთვის, დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის. ყველა ამ მიმართულებით კი ჩვენი პარტნიორების მეტი ჩართულობა აუცილებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი: 26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს, გამარჯვებაა, რომ ქვეყანამ უმძიმეს გამოწვევებს - ომს, ოკუპაციას, პროვოკაციებს გაუძლო