კელი დეგნანი: ქართველ ხალხში არასდროს გამქრალა დამოუკიდებლობის სული

„ქართველ ხალხს არასდროს დაუკარგავს დამოუკიდებლობის სული“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, ქართველ და ამერიკელ ხალხს თავისუფლების სიყვარული აერთიანებთ.

„ჩვენ მტკიცედ გავიმარჯვებთ, საქართველო საბოლოოდ გაიმარჯვებს. ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე საქართველოს“, - აღნიშნავს ელჩი. მან ტექსტი ქართული მილოცვით დაასრულა.