ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში საქართველოს ეწვევა.
"ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გულწრფელ მილოცვას ვუგზავნი ისლანდიიდან. იმედი მაქვს, ოდესმე თქვენს ქვეყანას ვეწვევი, გილოცავ საქართველო", – წერს ისლანდიის პრეზიდენტი Twitter-ში.