„ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ პუტინთან ბაიდენის შეხვედრისას დღის წესრიგში საქართველოს საკითხი იყოს“, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე Newsweek-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებს.
„მომავალ თვეს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი NATO-ს ლიდერებს შეხვდება და ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. პრეზიდენტმა ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხი უნდა წამოწიონ, რათა გაუგზავნონ მოსკოვს მკაფიო გზავნილი, რომ აშშ საქართველოს სრულფასოვანი მოკავშირეა და შავი ზღვის რეგიონის მომავლის ინვესტირებას ახდენს. ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ პუტინთან ბაიდენის შეხვედრისას დღის წესრიგში საქართველოს საკითხი იყოს. 2008 წლიდან რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი, რაც ხაზს უსვამს რუსეთის დაუოკებელ აგრესიულ ქცევას მისი მეზობლების მიმართ. რუსეთი და მისი მარიონეტული „მთავრობები“ არეულობას ქმნიან საოკუპაციო ხაზთან, ზიანს აყენებენ, უგულვებელყოფენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს მათი მცოცავი ოკუპაციით, უარს ამბობენ, დაექვემდებარონ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს, გავიდნენ და დააბრუნონ უკანონოდ მიტაცებული ტერიტორია. ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს გამთლიანებისთვის უმნიშვნელოვანესია", - წერს დავით ბაქრაძე სტატიაში.
დავით ბაქრაძე ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედებები მხოლოდ ოკუპაციით არ შემოიფარგლება.
„კიბერშეტევები, ჰაკერული თავდასხმები და ეკონომიკური ძარცვა რუსეთის ხრიკების ნაწილია. რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხვი არა მხოლოდ ჩრდილოეთ უკრაინაში და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, არამედ საქართველოს სამხრეთით, მთიანი ყარაბაღის რეგიონშიც იზრდება. ახლახანს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის ფარგლებში მთიანი ყარაბაღში რუსული ”სამშვიდობო” ჯარები იმყოფებიან." - წერს ბაქრაძე.
როგორც ბაქრაძე სტატიაში აღნიშნავს, "მიუხედავად გამოწვევებისა, ქართველი ხალხი მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუციებსა და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკას, რომელიც ჩვენს ყველა ხალხს აამაღლებს".
"საქართველო აღიარებულია ბიზნესის კეთების ერთ – ერთ საუკეთესო ადგილად თავისი გამარტივებული მარეგულირებელი სისტემით, ბიზნესის წარმართვის საგადასახადო სისტემით და კარგად განათლებული მუშახელით", - ნათქვამია სტატიაში.
ბაქრაძის განცხადებით, დღეს საქართველოს ამერიკა და მოკავშირეები მხარდაჭერისთვის უფრო მეტად სჭირდება, ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო შეთანხმებით, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობით, პოსტ-პანდემიურ ეკონომიკურ ვარდნასთან გამკლავებისთვის, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-რუსეთს შორის აზრთასხვადასხვაობის თემაა საქართველო, ექსპერტ, გიორგი გობრონიძეს ნაკლები მოლოდინი აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემადგენელი კომპონენტიც არის, ისაუბრებენ თუ არა საქართველოს საკითხზე ბაიდენი და პუტინი, ბევრი რამ კი, მისივე აზრით, ქართულ დიპლომატიაზე და ქართული სახელმწიფოს ქცევაზეა დამოკიდებული:
„თუ აშშ განაგრძობს სტრატეგიულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ ევროპის თუ პოსტსაბჭოთა რეგიონის სახელმწიფოებთან, აუცილებად დადგება მომენტი, სადაც უნდა გაკეთდეს საბოლოო არჩევანი, ამ თანამშრომლობას მიჰყვება ის ბოლომდე და დაიცავს მოკავშირეების, მათ შორის საქართველოს ინტერესებსაც, თუ უკან იხევს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მოსალოდნელი არ არის, გამომდინარე იქედან, რომ მაშინ მთელი მისი საგარეო პოლიტიკური ფილოსოფია, რომელზეც საუბრობდა საარჩევნო კამპანიის დროს, სერიოზული ეჭვის და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ბაიდენი არ განეკუთვნება „სოფთ ლაინერების“ ფრთას ამერიკულ პოლიტიკაში, ის არის ერთგვარი „ჰარდ ლაინერი“, „პოლიტიკური ქორი“, რომელსაც ექნება საკმაოდ მძიმე პოზიცია რუსეთისთვის და ეს არ იქნება რუსეთისთვის სასურველი და მარტივი პარტნიორი, თუნდაც როგორიც იყო დონალდ ტრამპი, რომლის დროსაც დაიწყო აშშ-მა საქართველოსთვის და უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება, ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ ამ პოლიტიკის კიდევ უფრო გაღრმავებას და რუსული ამერიკული ურთიერთობების ახალ ფაზაში გადასვლას“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე Europetime-თან.
დაპირისპირების დიდი სივრცე და საერთო ინტერესები აშშ-რუსეთის ურთიერთობებში