უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: შემდეგი ნაბიჯი უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება უნდა იყოს,  2021 წელი ამისთვის საუკეთესო მომენტია

„უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღია კარის პოლიტიკა დაპირებების პოლიტიკად არ იქცეს“, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულება აცახდებს, რომ შემდეგი ნაბიჯი წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება უნდა იყოს და 2021 წელი ამისთვის საუკეთესო მომენტია. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ და საქართველომ წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიიღონ.

„შემდეგი ნაბიჯი წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება უნდა იყოს და 2021 წელი ამისთვის საუკეთესო მომენტია. ჩვენ ამ თემაზე NATO-s პარტნიორებთან ღიად ვსაუბრობთ და ვფიქრობ, დრო დადგა ამ თემაზე უკრაინულ საზოგადოებასაც ღიად ვესაუბროთ, რათა მათ მკაფიოდ ესმოდეთ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ბურთი ყოველთვის უკრაინის მხარეს არ არის. ალიანსისგან პასს ველოდებით.

„გვესმის მოკავშირეების სურვილი, დახურული სამიტი ჩაატარონ, რათა ტრანსატლანტიკური ერთობა განიხილონ, თუმცა აბსოლუტურად არ გვესმის, როგორ შეიძლება NATO-ს დახურული სამიტის ჩატარება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე. ამის გაგება არ შეგვიძლია. როგორ შეიძლება არ მოიწვიო უკრაინა? NATO-ს პარტნიორების მადლობელნი ვართ ღია კარის პოლიტიკის მუდმივად დადასტურებისთვის, თუმცა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის შემდეგ 13 წელი გავიდა და ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების განსახორციელებლად. როდესაც ზოგჯერ რეფორმების ნელა გატარებისთვის გვაკრიტიკებენ, რა უნდა ვთქვათ ალიანსის იმ გადაწყვეტილების განხორციელებაზე, რომელსაც უკვე 13 წელია მტვერი ადევს? უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღია კარის პოლიტიკა დაპირებების პოლიტიკად არ იქცეს“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.