მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს, ორ პარტნიორს, რომელიც რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების გამო დაზარალდა, რუსეთმა მათი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შელახა, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პორტუგალიაში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ის პორტუგალიის თავდაცვის მინისტრთან ერთად NATO-ს სამხედრო წვრთნებს დაესწრო..
სტოლტენბერგმა ისაუბრა ბელარუსის შესახებ და განაცხადა, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთნაირად იქცევიან, როდესაც ახშობენ დემოკრატიულ პროტესტს და დემოკრატიული ოპოზიციის ესხმიან თავს.
„რუსეთი და ბელარუსი ორი ქვეყანაა, თუმცა ისინი ერთნაირად იქცევიან. ამ ქცევას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან ეს არღვევს დემოკრატიულ უფლებებს. ეს არღვევს იმ ღირებულებებს, რომლისაც ნატო-ს სჯერა. ესენია კანონის უზენაესობა, ინდივიდუალური თავისუფლება. ის ასევე ქმნის დესტაბილიზაცია და არაპროგნოზირებად გარემოს ჩვენს სამეზობლოში. სწორედ ამიტომ ნატო გააგრძელებს ადაპტაციას და პასუხს გასცემს რუსეთს თავდაცვითი გზით. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინასა და საქართველოს, ორ პარტნიორს, რომელიც რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების გამო დაზარალდა და რუსეთმა მათი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შელახა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.