კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ვიზიტის მიზანია დელეგაციამ გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.
საქართველოს საგარე საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კონგრესის დელეგაცია საქართველოს 2-4 ივნისს ეწვევა.