ლინკოლნ მიტჩელი ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებს „ევროპათაიმთან“ აფასებს

ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებს „ევროპათაიმთან“ აფასებს.

„საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს საკმარისი პრობლემები დაფიქსირდა იმისთვის, რომ ბევრს პროტესტი გამოეთქვა და გაბრაზებულიყო. შედეგებზე საბოლოოდ აისახა ხალხის ნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემების იგნორირება უნდა მოხდეს. წყლის ჭავლის და მსგავსი ქმედებების გამოყენება ვითარებას მხოლოდ გააუარესებს“, - განაცხადა მიტჩელმა.

სპეცრაზმმა გუშინ ცესკოს შენობასთან აქცია წყლის ჭავლით დაშალა.

შსს-მ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში და ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.

მმართველი პარტიიდან კი მომხდარს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმთ,„პროტესტის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში სცადეს შეჭრა და სხვადასხვა ნივთს ესროდნენ პოლიციას, ამას კი საპასუხო რეაქცია მოჰყვა სამართალდამცველების მხრიდან.

ოპოზიცია აქციას დღეს ისევ გეგმავს. პროტესტის მონაწილეები პარლამენტთან 18:00 საათზე შეიკრიბებიან. აღსანიშნავია, რომ 22:00 საათიდან საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს.